გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის საზღვართან, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საუბედუროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და მთავრობას. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქართველი ხალხი და მთავრობა მათ გვერდშია ამ დიდ განსაცდელში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ესპანეთის საზღვართან, მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე ორი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

დაზიანებები მიიღო 20-ზე მეტმა მოსწავლემ. მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები