ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში სახელმწიფო საიდუმლოებად, დოკუმენტის აღიარების პირობები და საფუძვლები კონკრეტდება

“ოთხი პირობა რჩება, რომელიც ინფორმაციის გასაჯაროებას გამორიცხავს და ეს არის – სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლმა, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ეხება, კორექტირება უნდა განიცადოს.
სპიკერის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გუშინ იუსტიციის წარმომადგენლებთან განხილვები შედგა და მხარეები გარკვეულ პოზიციაზე შეჯერდნენ.
„იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება იყო ის, რომ პირდაპირ სამწვეროვანი ტესტი შემოგვეღო, რაც იმას გულისხმობს, რომ ევროკონვენციის სტანდარტი გადმოდის, თუმცა ამით ფართოვდება ჩარევის საფუძველი, რაც ჩემთვის მიუღებელია. ამ დონეზე ჩარევის გაფართოება მიუღებელია ჩემთვის, ისევე, როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისთვის. აქედან გამომდინარე, ოთხი პირობა რჩება, რომელიც ინფორმაციის გასაჯაროებას გამორიცხავს და ეს არის – სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. ეს ოთხი კრიტერიუმი ძალაში რჩება და უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის აღიარების პირობები და საფუძვლები“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო, საჯარო ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში დაზუსტებების გაკეთებას ითხოვს. კერძოდ, დაკონკრეტდეს, რა სახის ინფორმაცია არ უნდა გაიცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები