“მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრის მიმართ, ასეთი ბრალდებების და შეურაცხყოფის საჯაროდ წარმოთქმა”

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია სერიოზული არგუმენტის გარეშე მსგავსი ბრალდებების გაჟღერება.
ის საკუთარი უწყების მიმართ, წლების წინ გაჩენილ კითხვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბევრ ადამიანს ბოდიშიც აქვს მოსახდელი იმ ბრალდებების გამო.
“მგონია, რომ სერიოზული არგუმენტაცია სჭირდება მსგავს ბრალდებებს. ძალიან სამწუხაროა, რომ არაარგუმენტირებულად ისმის ასეთი ბრალდებები. ჩემთვის პირადად, სრულიად მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრის მიმართ ასეთი ბრალდებების და შეურაცხყოფის საჯაროდ წარმოთქმა და გაჟღერება.
ჩვენ უწყებას ავტომანქანები არ შეუსყიდია და თუ თქვენ გახსოვთ საზოგადოების კითხვები, ჩემი უწყების მიმართ, მაშინ მე ვთქვი, რომ უნდა დავლოდებოდით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას და როგორც ვვარაუდობდი, ბევრ ადამიანს იმ ბრალდებების გამო, ბოდიშიც აქვს მოსახდელი, თუმცა ეს ბოდიში ჯერ არ მიმიღია “,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები