მამა დავითი – მე ადამიანების ანათემირების არანაირი უფლება არ მაქვს

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემთხვევაში დეპუტატებს ანათემაზე გადაცემით დავემუქრე, მე ვინმეს ანათემირების არანაირი უფლება არ მაქვს, – ამის შესახებ მამა დავით ლასურაშვილმა “რუსთავი-2“-ის გადაცემაში “პოზიცია“ საუბრისას განაცხადა. სასულიერო პირმა ანტიდისკრიმინაციულ კანონში არსებული მუხლების საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონში დაფიქსირებული მუხლები სამომავლოდ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას განაპირობებს.
“ჩვენ გვეუბნებია, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი არ დგას. თუმცა ანტიდისკრიმინაციულ კანონში დაფიქსირებული მუხლები იმის საშუალებას იძლევა, რომ მომავალში ეს საკითხიც კი დადგეს“, -აღნიშნა მამა დავითმა. მან ის სასულიერო პირებიც გააკრიტიკა, ვინც აღნიშნულ კანონში საფრთხეებს ვერ ხედავს.
“მე წავიკითხე ზოგიერთი სასულიერო პირის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული მოსაზრებები ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ვფიქრობ, ყველა იმ სასულიერო პირის საკითხი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეკლესიაში ქორეპისკოპოსთან, ან წმინდა სინოდში უნდა იყოს განხილული ,“- განაცხადა მამა დავითმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები