ედიშერ გვენეტაძე: დიახ, ასეთი მომღიმარი სახის ვაჟკაცები და საქართველოს სახელმწიფოს დამცველები არიან 2013 წლიდან პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებული ჩვენი გმირი პოლიციელები
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ბულინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დიახ ასეთი მომღიმარი სახის ვაჟკაცები და საქართველოს სახელმწიფოს დამცველები არიან 2013 წლიდან პოლიტიკური წნეხისაგან გათავისუფლებული ჩვენი გმირი პოლიციელები, რომელთაც სამშობლოსათვის სამსახური „უჩანთ მღერად”. რასაც ვერ იტანენ და ვერ ეგუებიან ის ძალები და მათი მხარდამჭერები, რომელთა მმართველობის დროსაც პოლიცია გადაქცეული იყო პოლიტიკური დასჯის ორგანიზაციად და არავითარი ნიშნით არ განსხვავდებოდა ნაცისტური გერმანიის გესტაპოსაგან,“- წერს ედიშერ გვენეტაძე.