თბილისში შუახნის ქალს ეძებენ
თბილისში, ვარკეთილში დაკარგულ ქალს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„გამარჯობათ. ხალხნო, გუშინ, 8 საათისთვის, ვარკეთილში ჩემი თანამშრომელი სახლიდან გამოვიდა მეტროს მიმართულებით და მეტრომდე მივიდა თუ არა არავინ იცის. მთელი ღამეა ვეძებთ და პოლიციაც იძიებს საქმეს. ვინმეს შემთხვევით ხომ არ დაგინახავთ დაგდებული ჩანთა, ან ცუდად გამხდარი ახალგაზრდა ქალი, 40 წლამდე. რაიმე ინციდენტს ხომ არ შეესწარით? იქნებ ცუდად გახდა და სასწრაფომ გადაიყვანა, ან არ ვიცი, რაიმე მსგავსი ფაქტი ახალგაზრდა ქალთან დაკავშირებით. გამხდარი, ღია ფერის თმებით, ვარკეთილის მასივში, ზემო პლატო, ამ ტერიტორიიდან გამოვიდა საღამოს 8 საათზე. იქნებ ვინმემ რამე დაინახეთ, ან გაიგონეთ, ან ნახეთ ჩანთა და ტელეფონი“, – წერს ახლობელი Facebook-ზე.