ლევან ნიკოლეიშვილი: უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სადარაჯოზე მყოფ პოლიციელს დასანახავად ვერ იტანენ, სამაგიეროდ პოლიციაზე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს და ცოცხლად დაწვის მსურველებს გმირებად აცხადებენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოლიციელების მისამართით გავრცელებული შეურაცხმყოფელი კომენტარების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„ასეთი ვაჟკაცის დანახვაზე პოლიციის ლანძღვას რომ დაიწყებ ე.ი. რა დღეში გაქვს ნერვები. თუმცა, რა გასაკვირია, როცა ლაშა ტალახაძეს და გენო პეტრიაშვილს ლანძღავენ, მომღერლებს სიმღერას უშლიან და მოცეკვავეებს ცეკვას, ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხესთან მისვლას, „ტვ იმედს“ კი ხელმეორედ დარბევა, დაწიოკებას უპირებენ, მღვდელმსახურებს კი გაკრეჭას…გმირი ბიჭების ცხედრებს უპატრონოდ ტოვებდნენ ომში, ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდნენ, სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთზე აჩუქებდნენ…საკუთარ ქვეყანაზე “დანოს დანოსზე” წერენ, ყველგან საქართველოს დასჯას სთხოვენ უცხოელებს. მათივე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სადარაჯოზე მყოფ პოლიციელს დასანახავად ვერ იტანენ, სამაგიეროდ პოლიციაზე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს და ცოცხლად დაწვის მსურველებს გმირებად აცხადებენ. ეს ჭინკებად ქცეულები ცუდად ხდებიან სიმშვიდის და პოლიციელის დანახვაზე. კადრები გადახვიონ და კარგად ნახონ როგორ ექცევა წამყვან ევროპულ ქვეყნებში პოლიციელები მათსავე აგრესიულ ზღვარს გადასულებს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები