ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმერეთის რეგიონს ესტუმრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმერეთის რეგიონს ესტუმრება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში მთავრობის მეთაური ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნობა და არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას უშუალოდ დევნილებისგან მოისმენს.
ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ სვირში საშუალო სკოლის მშენებლობას დაათვალიერებს, რის შემდეგაც თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში წმინდა გიორგის სახელობის „გოგნის კარუგდებლის“ ტაძრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან. მთავრობის მეთაური რეგიონის სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში წყალშემკრები ნაგებობის მშენებლობასაც დაათვალიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები