მამუკა ბახტაძე: სსფ-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით, ის იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველ 10 თვეში წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 4.9 პროცენტით გაიზარდა.

„სწორედ 4.9 პროცენტია ჩვენი პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისათვის. მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისათვის. ამ ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებიც. ფონდის აზრით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით, იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ფონდი კონსერვატიულ პროგნოზებს აკეთებს (რასაც 2017 წლის მაჩვენებლებიც მოწმობს) და რეალურად, ჩვენი მოლოდინია, რომ უფრო მაღალ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მივაღწევთ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომლის შედეგიც, მოხდება ეკონომიკის სრული ტრანსფორმაცია, ზრდის დაჩქარება, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაში”, – აღნიშნა  ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები