“2018 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის 72% საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება”

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 815.0 მლნ ლარი, რაც 527.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.

“გამოყოფილი თანხის ფარგლებში, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 288,5 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე – 196,0 მლნ ლარი; გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი (72%), 1,311 მილიარდი ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.

აღნიშნული საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების განვითარების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები