მამუკა ბახტაძე: 2017 წელის 11 თვეში კაპიტალური ხარჯების მოცულობა 500 მლნ ლარითაა გაზრდილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე ხარჯებისა და დეფიციტის შემცირების პარალელურად, მთავრობა ზრდის კაპიტალურ დანახარჯებს, რომელებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
„გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის 11 თვეში 500.0 მლნ ლარით არის გაზრდილი კაპიტალური პროექტების დაფინანსება, ხოლო მისი მოცულობა 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის მაჩვენებელი 3 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
კაპიტალური დანახარჯების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება მომდევნო წლებში და მშპ-ს 9%-ს გადააჭარბებს.
ჯამში, 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 19 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდება ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო ხერხემლის – აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება და ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურისტული, ენერგო, წყალ-კანალიზაციის და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია-მოდენრიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები