“ვფიქრობთ, ჩვენს ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება”

2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულ მაჩვენებლებზეა დაგეგმილი და 2018 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 5%-6%-მდე იზრდება.

„თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენს ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პროგრამის ფარგლებში არსებული შეთანხმების თანახმად, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ ჭარბ შემოსავლებს გამოვიყენეთ კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

2018 წელს მშპ-ს დეფლატორი მომდევნო წლისთვის 3.5%-ის, ხოლო შემდგომ წლებში 3.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღნიშნულ პარამეტრებზე დაყრდნობით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელი მოცულობა 2018 წელს 40.6 მილიარდ ლარს, ხოლო 2021 წლისთვის 52,1 მილიარდ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები