ანდრია გვიდიანი: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კომუნალური ტარიფების დადგენა კომპანიების განვითარების ხარჯზე არ მოხდეს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ენერგოსექტორში მოქმედი ტარიფების შესახებ და იმ კვლევაზე ისაუბრა,  რომელიც ორგანიზაციამ ჩაატარა.

გვიდიანის თქმით, მნიშვნელოვანია, სემეკ-ის მხრიდან მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გონივრულად მოხდეს კომპანიების მიერ გაწეული ყველა ხარჯის ტარიფში ასახვა.

„გამჭვირვალე და ეფექტური სატარიფო რეგულირება ტარიფების დაწესების პროცესში მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს როგორც მოსახლეობის, ისე კომპანიების ინტერესების დაცვას.  პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების განვითარების ხარჯზე არ მოხდეს კომუნალური ტარიფების დადგენა. შესაბამისად, სწორედ კომპანიების განვითარება და მათი გამართულად მუშაობა უნდა იყოს მარეგულირებელი კომისიის მოქმედების მთავარი ამოსავალი. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია სწორედ აღნიშნული საკითხია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თუ სახელმწიფოს პოლიტიკა არის დაბალი ტარიფების შენარჩუნება, მაშინ შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს მიზნობრივი ჯგუფებისთვის კომუნალური ტარიფების სუბსიდირება. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს კომპანიების განვითარების ხარჯზე“, – აღნიშნა გვიდიანმა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ენერგეტიკის სექტორში არსებული ტარიფების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები