საახალწლო სადღესასწაულო სადილი

დასამალი არ არის, რომ ბევრმა ჩვენგანმა უკვე დაიწყო საახალწლო მზადება, საჩუქრების შერჩევა და სადღესასწაულო სუფრაზე ფიქრი, რათა ახალი წლის დადგომას ღირსეულად და მხიარულად შეხვდეს!

წინა საახალწლო ციებ–ცხელებაში ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ირგვლივ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც სანახევროდ შიმშილობენ, მარტოობასა და სიღარიბეში ატარებენ დღეებს. ახალი წლის დადგომას სევდიანი განწყობით ელიან. მათ ელემენტარული სადილის გაკეთების საშუალებაც არა აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ საჩუქრების ყიდვასა და გართობაზე. ბევრი მათგანი ახალი წლის დადგომას არც კი ელოდება, ადრე წვება, რათა საყოველთაო მხიარულების ფონზე მშიერმა ბავშვებმა თავი დამცირებულად არ იგრძნონ.

საახალწლო დღეებში, ისევე როგორც ყოველთვის, ჩვენ არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე ჩვენს თანამოქალაქეებს.

ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 300–ზე მეტი ადამიანისთვის სიკეთის ნამდვილ კუნძულად იქცა, საახალწლოდ ბენეფიციარებს დიდ საჩუქარს უმზადებს – სადღესასწაულო სუფრას! ეს არ იქნება ჩვეულებრივი სადილი, რომლითაც ყოველდღიურად ვუმასპინძლდებით სტუმრებს. ეს იქნება განსაკუთრებული, ძალიან გემრიელი და დასამახსოვრებელი სადილი.

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, შემოგვიერთდით, რათა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ საახალწლო სუფრა ჩვენი ბენეფიციარებისთვის, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საახალწლო სადილი) ან პირდაპირ ფონდის საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/242-nyeve/

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ  სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან  NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.

არ დაივიწყოთ ადამიანები, რომელებიც თქვენს დახმარებას ელიან, აჩუქეთ მათ  სიხარული და მომავალი 2018 წლის იმედი!

 

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები