აწყურში, 22 წლის ბიჭმა ყელში დანა გამოისვა

0

„კვირას“ ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში, 22 წლის ბიჭმა დანით თვითმკვლელობა სცადა.
ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანება ყელის არეში დანით მიიყენა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ახალციხის საკრებულოს ერთ-ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსი ლაბაძემ დაუდასტურა.
როგორც „კვირას“ ალექსი ლაბაძემ განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა საკუთარ სახლში სცადა.
მისივე თქმით, ოჯახის წევრების ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და უკვე რამდენიმე წელია, მკურნალობს.
შემთხვევა გუშინ ნაშუადღევს მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტს ყელის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
მათივე ინფორმაციით, პაციენტს თავდაპირველი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც, ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თუმცა, მოგვიანებით პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარის თაობაზე, „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი