DIB-ში ტრენინგი “სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა ჰიბრიდული ომის საპასუხოდ”  გაიმართა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ” დაიწყო.

კურსს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები, გუს ჰოფსტიდი და რუდოლფ კეიზერი უძღვებიან. ორი დღის განმავლობაში ისინი ქართველ ექსპერტებთან ერთად, მსმენელებს ჰიბრიდული ომის საფრთხეებსა და ამ ფონზე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

კურსს თავდაცვის უწყების, მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები და უსაფრთხოების სექტორის სხვა საჯარო მოხელეები ესწრებიან.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს DIB სკოლისა და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემათ.

კლინგენდაელის ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ინტენსიურად თანამშრომლობენ. ჰოლანდიელი სპეციალისტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები