ეკა ლალიაშვილი: წელს, წინა წლებთან შედარებით, ავტოავარიების რაოდენობა 12 %-ით შემცირდა

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მიმდინარე წლის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე და მომავალ წელს დაგეგმილ ინიციატივებზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით, საგზაო უსაფრთხოება გაუმჯობესებულია.
მისივე თქმით, ხარვეზი, რომელიც გამოსასწორებელია კანონში, ბავშვთა უსაფრთხო გადაყვანაა.
“წელს, წინა წლებთან შედარებით, ავტოავარიების რაოდენობა 12 %-ით, ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კი, 7 %-ით შემცირდა. წელს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო კანონმდებლობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე და ადამიანის ქცევის ცვლილებაზე, რამაც პროგრესი განაპირობა. გარდა ამისა, ახალი სანქციები დაწესდა, ქულათა სისტემა შემოვიდა, ჭკვიანი კამერები დამონტაჟდა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაც ამან გამოიწვია, თუმცა, ჩვენ დაგვრჩა ერთი ხარვეზი, რომელიც კანონში არ შეგვიტანია, ეს არის ბავშვთა უსაფრთხო გადაყვანა. 12 წლამდე ბავშვი უნდა გადაგვყავდეს სპეციალურ სამაგრ მოწყობილობაში მოთავსებული და დიდი იმედი მაქვს, ეს ინიციატივა მომავალ წელს იქნება გათვალისწინებული-“,-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები