“როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს სააკაშვილის შემთხვევაშიც”

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, სამართლებრივ საკითხზე პოლიტიკური შეფასების გაკეთება სწორად არ მიაჩნია.
„ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცესზე კომენტარები შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ მგონია სწორი, პირადად მე თავს შევიკავებ. როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს ბატონი სააკაშვილის შემთხვევაშიც”- განაცხადა ჩუგოშვილმა.
კიევის სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობა, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ, არ გაითვალისწინა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები