არჩილ თალაკვაძე: მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი საჭესთან, მეტი ქალი ბიზნესში

მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი საჭესთან, მეტი ქალი ბიზნესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩილ თალაკვაძე მონაწილეობს კონფერენციაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე, სახელწოდებით, – „საქართველო – თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, კვოტირების მექანიზმი საშუალოვადიან პერიოდში საუკეთესო საშუალებაა, რათა გაიზარდოს ქალთა როლი.
„მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი საჭესთან, მეტი ქალი ბიზნესში. პარლამენტი აიღებს ძლიერ ლიდერობას, რათა ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს პოლიტიკურ-სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში. ქალთა უფლებების დაცვა არის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები