საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვეიცარიაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, ბერნში შეხვედრებს მართავს. დღეს, ქართველმა დელეგატებმა შეხვედრა გამართეს შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის დეპუტატთან, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის თავმჯდომარესთან, ფილიპო ლომბარდისთან, რომელიც ამავდროულად არის შვეიცარიის პარლამენტის რეგიონთა საბჭოს წევრი და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი. შეხვედრაზე ქართული მხრიდან წარმოდგენილი იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი ბერაია, ნინო წილოსანი, გურამ მაჭარაშვილი და გოგა გულორდავა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შვეიცარიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი კლაუდიო ფიშერი და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის მდივანი ალა რამილოვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა ადამიანის უფლებები და მასთან დაკავშირებული საპარლამენტო მიმდინარე და სამომავლო რეფორმები. ფილიპო ლომბარდიმ ქართველ დელეგატებს გააცნო შვეიცარიის პარლამენტის სისტემა, საქმიანობა და გამოცდილება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შვეიცარულ მოდელზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები