“მთავარია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სამართლიანი სასამართლო პროცესი წარიმართოს”

ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ ამ საკითხში მთავარია, სამართლებრივი პროცესები სამართლიანად წარიმართოს.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველო მომავალზეა ფოკუსირებული.
“პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, _ ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება.
რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია საქართველოს დავეხმაროთ, წინ წავიდეს, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე”_ განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები