ეკატერინე გრიგალავას ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვით მართვასა და გადაწვეტილებებზე იმსჯელეს

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის გარემოსდაცვით  მართვასა და გადაწვეტილებებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

მონაწილეები  კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების კარგვისა და გაუდაბნოების,  რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებისთვის, მონიტორინგის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტეგრირების მნიშვნელობის საკითხებს გაეცნენ.

პროექტის მიზანია, გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესება, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლება, რაც სახელმწიფოში გარემოსდაცვითი დაგეგმარების, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესებას შუწყობს ხელს.

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  დაფინანსებით განხორციელდა.

შეხვედრას, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები