იანოშ ჰერმანი: ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიაღწია

ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიაღწია,-ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისთვის.

„ევროკავშირის პოლიტიკა, მისი ყველა გადაწყვეტილება, ყველა ძალისხმევა დაკავშირებულია ადამიანის უფლებების პატივისცემასთან და ხელშეწყობასთან. მაშასადამე, ადამიანის უფლებები არის ცენტრი იმ სამუშაოსი, რომელსაც საქართველოსთან ერთად ვახორციელებთ.

ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ამ მიმართულებით მიაღწია. ადამიანის უფლებები არის წინაპირობა დემოკრატიის სწორად და კარგად ფუნქციონირებისთვის. ადამიანის უფლებები არის ფუნდამენტური წინაპირობა უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის”,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები