2024 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს

2024 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს,-აღნიშნულთან დაკავშირებით  პოზიციები მმართველმა გუნდმა უკვე შეაჯერა.

საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს იურიდიულ საკუთხთა კომიტეტზე განიხილეს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარე სასესიო კვირას, უკვე სხდომათა დარბაზში გაგრძელდება. პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა და ტერმინი „ხმოსნები“ შეიცვლება.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. უქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა. გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიები მიიღებენ.

ახალი პროექტის თანახმად, იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლი. ასევე ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები