gwp ხვალ, ვარკეთილი 3-ში წყალსადენის ქსელზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს

ვარკეთილის 3-ის, IV მიკრორაიონში, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემაზე 4 ახალ, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დამონტაჟებს, რაც მინიმუმამდე შეამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში განხორციელდება.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 დეკემბერს, 21:00 საათიდან 13 დეკემბრის, დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვარკეთილი 3-ის IV მიკრორაიონს და II მიკრორაიონში N33-დან N41-ის ჩათვლით კორპუსებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები