პროკურორი: უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის, სააკაშვილი

დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის, სააკაშვილი.
შესაბამისი განცხადება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა უკრაინაში გამართულ სასამართლო პროცესზე გააკეთა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.
მისი თქმით, 2014 წელს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ხოლო 2017 წელს, _ მიხეილ სააკაშვილმა.
პროკურორის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ სააკაშვილს ყოველთვიურად გარკვეული თანხა ერიცხებოდა.
„2014 წლის დასაწყისში ჯგუფის შესახებ გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთი აფინანსებდა აღნიშნულ ჯგუფს. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენების და დანაშაულის ჩადენის მიზნით, გატარდა სპეციალური ზომები უკრაინაში და 2017 წლის გაზაფხულზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ახორციელებდნენ კონტროლს მიხეილ სააკაშვილზე და სხვა პირებზე, დააადგინეს, რომ მათ შექმნეს ჯგუფი ხელისუფლების დამხობის მიზნით. მათ უნდოდათ კონტროლის ქვეშ აეყვანათ სამართალდამცავი ორგანოები და სხვა უწყებები. დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის, სააკაშვილი. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და სხვა თანამდებობის პირების მხრიდან, გამოჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, კურჩენკოს, დონგაძეს და სააკაშვილს ხელი უნდა შეეწყოთ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და ამისთვის შემოვიდა სააკაშვილი უკრაინაში. არის მტკიცებულება, რომ სააკაშვილს ყოველთვიურად ერიცხებოდა გარკვეული თანხა”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები