მტკვრის ქუჩაზე, აგურის წყობით ნაშენი კედლების აღმოჩენის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა

მტკვრის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების დროს, 0,7 მეტრის სიღრმეზე ძველი აგურის წყობით ნაშენი კედლები აღმოჩნდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები დროებით შეჩერდა – ამის შესახებ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ფონდში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული დასკვნის შესაბამისად გაგრძელდება.
„ფაქტის შესწავლის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, რაზეც სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული დასკვნის შესაბამისად, სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით გაგრძელდება“,-აცხადებენ „თბილისის განვითარების ფონდში“.
“ტფილისის ჰამქარი” კულტურის სამინისტროს გვერდით, მტკვრის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოყენებული სამშენებლო ტექნიკა არქეოლოგიური ძეგლის ნაშთებს აზიანებს.
ამის შესახებ, ორგანიზაციამ განცხადება ფეისბუქში გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები