“საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსესუსის საფუძველზე იქნება მიღებული”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება კონსესუსის საფუძველზე იქნება მიღებული.  ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი გაზრდილია.

„ჩვენ გავზარდეთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, კერძოდ, ცალკე არის დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლება, რაც აქამდე არ იყო კონსტიტუციით დაცული და საერთოდ არ იყო კონსტიტუციაში მოხსენიებული. იყო ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ შეიცვალოს ჩანაწერი ჩარევის საფუძვლების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა. საბოლოო ჯამში, კონენსუსის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა დაემატოს რაიმე ჩანაწერი მე-18 მუხლს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით. კონსულტაციების გამართვამდე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოერიდება.

„ჩვენ დავპირდით როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომ კიდევ ერთხელ შედგება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ კონსულტაციებამდე მე მოვერიდები ჩემი პოზიციის დაფიქსირებას”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები