„მომხმარებლის კრიმინალიზაცია, საბოლოო ჯამში, ვერ გვაძლევს ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობის შემცირებას“

“მომხმარებლის კრიმინალიზაცია, საბოლოო ჯამში, ვერ გვაძლევს ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობის შემცირებას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, დროა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით.

“ქვეყანაში ნარკომომხმარებელი და ნარკოდამოკიდებული პირების ძალიან მაღალი რაოდენობაა. ეს არის ნამდვილად ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, იყო ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით, მე ვფიქრობ და კვლევებიც და ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ამ მიდგომამ მთავარი შედეგი ვერ გამოიღო. კვლევები აჩვენებს, რომ იზრდება ნარკოდამოკიდებულების და ნარკომომხმარებლების რაოდენობა. ამიტომ, დღეს დროა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს მხოლოდ რეპრესიული და აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს განათლებაზე, პრევენციაზე, კონსულტაციაზე, დახმარებაზე და ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციაზე.

მომხმარებლის კრიმინალიზაცია, საბოლოო ჯამში, ვერ გვაძლევს ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობის შემცირებას. პირიქით, ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან, ხშირ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველები ხდებიან. დღეს არის ნამდვილად დრო, რომ სახელმწიფომ გადახედოს თავის პოლიტიკას ნარკოდამოკიდებული პირების შემცირების საქმეში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები