ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული შეფარებულ პატიმრობას არ გაასაჩივრებს

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებული ბრალდებული, რომელსაც დანაშაულის დაფარვა ბრალდება, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთი ღონისძიების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრებს, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდებულმა ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა. ადვოკატმა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები