საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ვიკა ბოგაერცს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მსოფლიო ბანკის სათაო ოფისის წარმომადგენელს, ვიკა ბოგაერცს შეხვდა.

ვიკა ბოგაერცი საგანგებო სიტუაციებისადმი მზადყოფნისა და მათზე რეაგირების კუთხით, საქართველოში არსებული ვითარებით დაინტერესდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა სტუმარს მისთვის საინტერესო თემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს და მორიგი სამუშაო შეხვედრა მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები