დიმიტრი ქუმსიშვილი: “წელს ტურიზმიდან 2 700 000 000 დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით

“წელს ტურიზმიდან 2 700 000 000 დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის სექტორმა 180 ათასი ადამიანი დაასაქმა.
”ტურიზმის სექტორი ჩვენი ეკონომიკისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორი. წელს ჩვენ ტურიზმიდან ქვეყანაში ველოდებით 2 700 000 000 დოლარზე მეტ შემოსავალს და, რა თქმა უნდა, დასაქმების სექტორში ჩვენ 180 ათას დასაქმებულს ვითვლით ტურიზმის სექტორში. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ღონისძიება, რომელიც არის მასტიმულირებელი კერძო სექტორისთვის, ავლენს საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის და ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორი თვითონ ავლენს კერძო სექტორში გამარჯვებულებს.
რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხარდაჭერა დიდია როგორც აღნიშნულ ღონისძიებაში, ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ ტურიზმის განვითარების მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, საშუალოდ, ყოველწლიურად სახელმწიფო მხოლოდ ტურიზმის განვითარების მიმართულებით ხარჯავს 50 მილიონ ლარამდე და ამაში მე არ ვგულისხმობ იმ ინფრასტრუქტურას, რომელშიც ჩვენ ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
დღეს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები