უკრაინის პროკურორი: სააკაშვილს მაინც დავაკავებთ

„ძალოვანები, რომლებსაც სააკაშვილი დაკავებული ჰყავდათ, ნამსახურები იყვნენ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში და გუშინდელი სააკაშვილის გაქცევის დროს, უფლება ჰქონდათ ცეცხლი გაეხსნათ, თუმცა ეს არ გააკეთეს“, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თუმცა, აქვე დასძინა რომ სააკაშვილს მაინც დააკავებენ.
„ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოზე. სააკაშვილი კი, რომელიც უკრაინელების ზურგსუკან იმალება, კურჩენკოსგან მიღებული ფულით ატყუებს მათ და მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს”, – განცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ლუცენკოს თქმით, ძალოვანები შემდეგშიც გააგრძელებენ სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ხანდახან მათთვის მინიჭებული უფლებების გამოყენებაზე უარის თქმითაც.
“თუმცა სააკაშვილს მაინც დავაკავებთ”, – განაცხადა იური ლუცენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები