რუსეთის ნაკრებს,ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალეს

ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რუსეთის ნაკრებს მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ მოუწევს ასპარეზობა. შეხვედრაზე დაადასტურეს ის ფაქტი, რომ რუსეთი დოპინგის მიღების სისტემით მანიპულირებდა.
სხდომაზე მიწვეულმა კომიტეტის წევრებმა, სხვადასხვა ტესტი შემოიღეს, რომლის მიხედვითაც, ზამთრის თამაშებში დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილები სპორტსმენები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, სამხრეთ კორეაში გაიმართება, სადაც, რუსეთის სპორტის სამინისტროს ვერც ერთი თანამშრომელი ვერ გაივლის აკრედიტაციას.
რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას დოპინ-სკანდალის გამო ვერ მიიღებს. თამაშებზე, ავტომატურად რუსული ჰიმნიც აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები