ტერეზა მეიზე თავდასხმის ბრალდებით, ბრიტანელმა პოლიციელებმა 2 ეჭვმიტანილი დააკავეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 2 ახალგაზრდა დააკავეს, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეიზე თავდასხმას გეგმავდნენ.
დამნაშავეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან ბომბი მიეტანათ, შემდეგ კი, ტერეზა მეიზე თავდასხმა დანით განეხორციელებინათ.
ეჭვმიტანილები, ლონდონსა და ბირმინგემში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს, მათ ბრალი ტერორიზმში ედებათ.
დაკავებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები