გენერალური შტაბის უფროსი პოლონელ გენერალს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ბრიგადის გენერალს მარჩიკა ვოიჩეჩს უმასპინძლა. შეხვედრა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

საუბრის დასაწყისში გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ბრიგადის გენერალმა მარჩიკა ვოიჩეჩმა ქართული და პოლონური სპეციალური ოპერციების ძალების მჭიდრო თანამშრომლობას ხაზი გაუსვეს. გენერალური შტაბის უფროსმა პოლონეთის სპეცდანიშნულების მეთაურს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონური მხარის მიერ შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. გენერლებმა ყურადღება ქართული და პოლონური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები