თამარ ჩუგოშვილი: მთავარია, გარემოს დაცვა პრიორიტეტული იყოს და ყურადღება არ მოაკლდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია.

როგორც მან აღნიშნა, მთავარია, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტული იყოს და ყურადღება არ მოაკლდეს.

“მთავრობისგან იმის გარანტია მივიღეთ, რომ როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, გარემოს დაცვა არ დაზიანდება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთიანდება, თუმცა მთავრობა განმარტავს, რომ გარემოს დაცვის მიმართულებისთვის გარანტიები საკანონმდებლო დონეზე გაიწერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები