ევროპელი დებიუტანტები „მრგვალ მაგიდასთან“ – დისკუსია გაიმართება

8 დეკემბერს, 14:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მე-2 დარბაზში გაიმართება ევროპელი დებიუტანტების შეხვედრა „მრგვალ მაგიდასთან“ – დისკუსია საერთაშორისო კონკურსის რეჟისორებთან.
როგორც „კვირას“ თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში დაგეგემილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რეჟისორები, რომლებიც იბრძვიან „ოქროს და ვერცხლის პრომეთეს“ მოსაპოვებლად. დისკუსიის მსვლელობისას რეჟისორები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე და იმ გამოწვევებზე, რაც მათ ხვდებათ ფილმზე მუშაობის პროცესში. ყველა მათგანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წარსულითა და კინოსთან მისვლის სხვადასხვა გზით. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მათგანი კონკურსში წარდგება თავისი პირველი მხატვრული ფილმით, ეს შეხვედრა იქნება კარგი შესაძლებლობა შეხედულებების და სასარგებლო რჩევების გასაზიარებლად.
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი გურამ ღონღაძე.
მონაწილეები: იენს ასური („ყორნები“), მარინა სტეპანსკა („ვარდნა“) , ემრე იეკსანი („ყურე“), ვისა კოისო -კანტილა („ვარსკვლავბიჭუნები“), ანა ურუშაძე („საშიში დედა“) და პედრო კაბელეირა („წყეული ზაფხული“).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები