სამეფო უბნის თეატრში თემურ ჩხეიძის ახალი სპექტაკლი – „ჩვენი კლასი“ დაიდგმება

2, 6 დეკემბერს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში თემურ ჩხეიძის ახალი სპექტაკლი „ჩვენი კლასი“ დაიდგმება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღიარებული პოლონელი დრამატურგის სპექტაკლს სამეფო უბნის თეატრი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოადგენს. ავტორი: ტადეუშ სლობოდზიანეკი;  მხატვარი: ელენე აფრიამაშვილი (გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა).
მომნუსხველ, სასტიკ პიესაში „ჩვენი კლასი“ ყველაფერი 1930-იან წლებში იწყება. სკოლის მოსწავლეების მშვიდობიან თანაცხოვრებას ანტისემიტური ცრურწმენების შემოჭრა მოსპობს – დანაშაულისა და შურისძიების მანკიერ წრეს დასასრული არ უჩანს, კოლექტიური ბრალდება, უსარგებლო სიმართლე და ისტორია, რომელსაც ვერ განსჯი, ვერ შეცვლი, უკან ვერ წაიღებ.
მონაწილეობენ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტები:
ნატალია გაბისონია, ნიკოლოზ გოგიძე, ანა-მარია გურგენიშვილი / სოფიო ზერაგია, გიგა დათიაშვილი, ნოდარ იაკობიშვილი, გიორგი რაზმაძე, ლევან სარალიძე, ივა ქიმერიძე, ბექა ხაჩიძე, ანასტასია ჭანტურაია / ლიკა მაისურაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები