სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყალმომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სოფლების – საქობოსა და ნაენდროვალის ტერიტორიაზე ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან სრულად იწმინდება ნინიგორის შემკრები არხის 2.5-კილომეტრიანი მონაკვეთი.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე თავიდან იქნება აცილებული დაჭაობებისა და დატბორვის საფრთხე, რაც ადგილობრივ ფერმერებს მიწის რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.