თიბისი ბანკი საქართველოში 2017 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

თიბისი ბანკი საქართველოში 2017 წლის საუკეთესო ბანკი გახდა. ეს სტატუსი ბანკს მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker-მა მიანიჭა.

აღიარება თიბისი ბანკმა ძლიერი ფინანსური შედეგების, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტისა და საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წარმატებას და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ახალი გამოწვევებისთვის  და იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო საბანკო სერვისები შევთავაზოთ”, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკმა The Banker-ის პრესტიჟული ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მეცხრედ მიიღო.

გავლენიანი ფინანსური გამოცემა The Banker, რომელიც 1926 წლიდან გამოდის, მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს, მათი ფინანსური შედეგებისა  და მიღწევების გათვალიწინებით,  ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები