პრემიერი ლაშა ტალახაძეს მორიგ გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლაშა ტალახაძეს ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას ულოცავს.

აშშ-ში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მან ატაცში სამივე ცდა მარტივად დასძლია, საბოლოოდ კი, 220 კილოგრამი დააფიქსირა, რითიც კონკურენტის მიერ ოლიმპიურ თამაშებზე დამყარებული რეკორდი მოხსნა.

ამასთან, ქართველმა ძალოსანმა, ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები