12 წლის ანანო ზავრაშვილი – შოთა რუსთაველის ნაკვალევზე

8 დეკემბერს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში  147-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ანანო ზავრაშვილის მონოსპექტაკლი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 12 წლის ანანო ზავრაშვილი შოთა რუსთაველის ნაკვალევზე  გამოგზაურებთ, „ვეფხისტყაოსანი“ მისი საყვარელი პოემაა და უამრავი სტროფი იცის ზეპირად…
„ანანოს ეს პატარა სპექტაკლი  თვალწინ გადაგიშლით იმ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობდნენ „ვეფხისტყაოსნის“ გმირები, მოგიყვებათ პოემის სიდიადესა და მარადიულობაზე, „ვეფხისტყაოსანი’’ ხომ პოეზიით ამეტყველებული ქართული სულია… მოგითხრობთ ჩვენს დიდებულ მოღვაწეებზე, რომლებიც უმღეროდნენ შოთას პოემას… მოისმენთ მე-19 – მე-20 საუკუნის პოეტების ლექსებს „ვეფხისტყაოსანზე“… – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები