ქართული დოკუმენტური ფილმი – „სოვდაგარი“ სანდესის კინოფესტივალზე მოხვდა

ქართული დოკუმენტური ფილმი „სოვდაგარი“ სანდენსის კინოფესტივალზე მოხვდა. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფესტივალმა გამოაქვეყნა 2018 წლის კონკურსის მონაწილე ფილმების სია, მათ შორისაა თამთა გაბრიჩიძის ფილმი „სოვდაგარი“.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კანადაში, Hot Docs Documentary Festival-ზე შედგა, სადაც “სოვდაგარი” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიის გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ ფილმი აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას.
შეგახსენებთ, “სოვდაგარი” „ოსკარის“ 2018 წლის შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს და ნომინაციამდე რამდენიმე ეტაპი უკვე გაიარა.
ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შეიქმნა. “სოვდაგარის” ოფიციალური, მსოფლიო დისტრიბუტორი კი, კომპანია “ნეთფლიქსია.”
ქართველ მაყურებელს ფილმის ნახვა თბილისის კინოფესტივალზე – “პანორამაში” შეუძლია.
„სანდენსის“ საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში ყოველწლიურად იმართება. 2018 წელს ფესტივალი 18-28 იანვარს გაიმართება. ფილმმა გაიმარჯვა კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზეც და სხვა საერთაშორისო ჯილდოებიც მოიპოვა.
ფილმში მოთხრობილია მოხეტიალე ვაჭრის მოგზაურობა სოფელში, სადაც ფული კარტოფილია, საფულე კი – კარტოფილის ტომარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები