იური ლუცენკო: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე” – ამის შესახებ უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

24 საათს აძლევს ლუცენკო ასევე, კარვებში მყოფ სააკაშვილის მომხრეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებას აანონსებს.

უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა დაკავშირებულები არიან რუსეთთან, კერძოდ, პარტია „რეგიონების“ წარმომადგენლებთან.

იური ლუცენკომ რადას ის დეპუტატები გააკრიტიკა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მივიდნენ იმ სახლთან, საიდანაც მოხდა დღეს ოდესის ყოფილი გუბერნატორის აყვანა.

იური ლუცენკოს თქმით, უკრაინის მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული უფლება მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი პოზიცია, თუმცა გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ მოსალოდნელია ამ პროცესების მოჰყვეს სიტუაციის ესკალაცია, რასაც მისი განმარტებით, უკრაინის პროკურატურა არ დაუშვებს.

იური ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერ არსებობდა კონსტიტუციური წესრიგის დამხობის გეგმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, ის დაამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ფინანსდება რუსეთიდან.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,” – განაცხადა ლუცენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები