ნიუ-იორკის პოლიციამ „მაჩეტეთი“ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა

ნიუ-იორკის პოლიციის თანამშრომლები, პოლიციაში შესული ზარის შემდეგ, ბრონქსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მივიდნენ, სადაც ერთი ადამიანი მაჩეტეს ტიპის დანით იყო შეიარაღებული.
პოლიციელებმა მამაკაცს მოუწოდეს, იარაღი ძირს დაედო და პოლიციას დანებებოდა, თუმცა, მან წინააღმდეგობა გაუწია, რასაც სამართალდამცველების მიერ იარაღის გასროლა მოჰყვა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. საცხოვრებელ სახლში კიდევ ერთი მოხუცი მამაკაცი იმყოფებოდა, თუმცა ის არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები