სამხრეთ კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხრეთ კალიფორნიაში ხანძარი გაჩნდა, შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. მისი იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ხანძართან ახლოს სამაშველო ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული, რომლებიც ხალხის ევაკუაციას ახდენენ.
ხანძარმა 25 000 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა. ინტენსიურმა ქარმა, მის გავრცლებას ხელი შეუწყო.
პოლიციამ დაახლოებით 650 ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია მოახდინა. ასევე, ხანძართან ახლოს მდებარე სანტა ბარბარას უნივერსიტეტიდან, 350 სტუდენტის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარმა საკმაოდ დიდი ზარალი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები