დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის დაკავებას ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკლ ფლინის დაკავებას გამოეხმაურა და მის გამო მწუხარება გამოთქვა.
დონალდ ტრამპმა, უსაფრთხოების მრჩეველი, ჰილარი კლინტონს შეადარა და აღნიშნა, _ “ჰილარი კლინტონმა, ფედერალური ბიუროს თანამშრომლებთან ბევრჯერ იცრუა, თუმცა, არაფერი მომხდარა. ფლინმა იცრუა და მას ცხოვრება დაუნგრიეს“. მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ მან ფედერალები მოატყუა.
რეპორტიორის დასმულ კითხვაზე, იდგებოდა თუ არა ტრამპი ფლინის გვერდით, მან უპასუხა „ ჩვენ ვნახავთ, რაც მოხდება“
2016 წლის ივლისში „FBI“-ის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ კლინტონის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლო იყო. სამართალდამცველებმა ჰილარი კლინტონისთვის, საიდუმლო ინფორმაციის გაგზავნის ფაქტები ვერ დაადასტურეს.
განმეორებითი გამოძიება ოქტომბერში ჩატარდა, თუმცა, სამართალდამცველებმა კლინტონის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები