იური ლუცენკო: ახლა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ვაპირებთ

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ახლა არავინ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას საქართველოში. ამის შესახებ იური ლუცენკომ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„რა შეიძლება იყოს შემდეგ? ახლა არ არის საუბარი დეპორტირებაზე, არც ექსტრადირებაზე, ახლა საუბარია დაკითხვაზე, რომელიც უნდა გაიმართოს, იმ ეჭვზეც, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ეხება“. ლუცენკოს თქმით, თუ საქართველოს ექს-პრეზიდენტს სასამართლო დამნაშავედ სცნობს, ის შესაბამის პასუხისგებაში მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები