იულია ტიმოშენკო სააკაშვილის დაკავებას ანგარიშსწორებად აფასებს

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ანგარიშსწორებად აფასებს.

„ეს არის ანგარიშსწორება. სხვანაირად ამას ვერ ვუწოდებ. მის სახლში შეიჭრნენ, ადვოკატები არ დაუშვეს, დეპუტატები არ მიუშვეს. აიძულეს, სახურავზე გასულიყო და ლამის აიძულეს, აივნიდან გადამხტარიყო“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ სააკაშვილი, კიევში დღეს დააკავეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი  შენობიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა და სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვა. სააკაშვილის  ბინაში, ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს მიმართა. სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები